weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

National Geographic-ის ახალი ჟურნალი მხოლოდ საკვების შესახებ იქნება

11:05 ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017

აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) ახალი ყოველთვიური ჟურნალი სახელწოდებით Food (საკვები) 1-ლი დეკემბრიდან გამოვა და ის მხოლოდ საკვებზე იქნება ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ იგი ჟურნალ National Geographic-ის მეორე ცალკეული დამატებაა უკვე არსებული Traveller-ის (მოგზაური) გარდა, რომელიც 2010 წლიდან გამოიცემა.

ახალი 164-გვერდიანი ჟურნალი 50 ათასიანი ტირაჟით ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა. მისი რედაქტორია მარია პიერი, რომლის განცხადებით, ახალ ჟურნალში განხილული იქნება საკვებთან დაკავშირებული ყველა დეტალი და ასპექტი, დაწყებილი უვარგისი საჭმელით და დამთავრებული გურმანის გემოვნებით.

„ჟურნალი აღმოაჩენს ნამდვილ საკვებს, ნამდვილ ხალხსა და ნამდვილ რეცეპტებს - იმას, რასაც სახლში აკეთებთ, საკვებთან მიმართებაში მოუწესრიგებელი ურთიერთობის ფონზე.“ - ამბობს მარია პიერი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]