weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გალ გადოტი „ქალი-საოცრების“ გაგრძელებაში თამაშზე ბრეტ რეტნერის გამო უარს ამბობს

15:47 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა წლევანდელი ზაფხულის კინოჰიტ „ქალ-საოცრებაში“, დაიმუქრა, რომ კინოკომიქსის მეორე სერიაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი პროექტში პირველი სერიის მსგავსად ჩართული იქნება პროდიუსერი და რეჟისორი ბრეტ რეტნერი.

ვებგვერდ Page Six-ის ცნობით, ახალგაზრდა ვარსკვლავის პროტესტის მიზეზი ბრეტ რეტნერთან დაკავშირებული სექს-სკანდალია. რეტნერის კუთვნილი სტუდია RatPac Entertainment „ქალი-საოცრების“ შექმნაში იყო ჩართული, ამჯერად კი გალ გადოტი სიკველის კონტაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს და მოითხოვს, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბრეტ რეტნერი მოკვეთილი იყოს პროექტიდან.

ცნობილია, რომ ჰიუ ჰეფნერზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება სწორედ ბრეტ რეტნერთან დაკავშირებული სექს-სკანდალის გამო შეჩერდა - რეჟისორი ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელზე ფილმის გადაღებას აპირებდა.

რაც შეეხება „ქალი-საოცრების“ სიკველს, მისი გამოსვლა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი, გალ გადოტი კი სუპერგმირ ქალი-საოცრების როლში წელსვე გამოჩნდება ფილმში „სამართლიანობის ლიგა“, რომელიც მის პერსონაჟთან ერთად კომპანია DC-ის სხვა გმირებს - სუპერმენს, ბეტმენს, ფლეშს, აკვამენსა და კიბორგს გააერთიანებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]