weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მორისის აზრით ხალხმა კევინ სპეისის მისამართით უსამართლო აგრესია უნდა შეწყვიტოს

14:36 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელი აღიარებული კინოვარსკვლავის, კევინ სპეისის გარშემო ატეხილ სკანდალს ბრიტანელი მუსიკოსი მორისი გამოეხმაურა. ჯგუფ The Smiths-ის ყოფილმა ვოკალისტმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან საუბარში მსახიობის მიმართ ბრალდებებსა და აგრესიას „სასაცილო“ უწოდა.

სტივენ პატრიკ მორისის აზრით, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების განმარტება აღსაქმელად საკმაოდ ფართო გახდა თანამედროვე ეპოქაში.

„აქამდე რაც ვიცი ისაა, რომ ის საძინებელში 14 წლის ბიჭთან ერთად იყო. კევინ სპეისი 26 წლის იყო, ბიჭი კი - 14 წლის. ვიღაცას აინტერესებს, სად იყვნენ ბიჭის მშობლები? მეორეს აინტერესებს, იცოდა თუ არა ბიჭმა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. თქვენ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ მე მაგ ასაკში მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ, არასოდეს, ყოველთვის ვუფრთხოდი იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. როდესაც ვიღაცის საძინებელში ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, რა მოყვება ამას. ამიტომაა, რომ ეს ბრალდება ჩემთვის არც თუ ისე სანდოდ ჟღერს. მგონია, რომ კევინ სპეისის მისამართით აგრესია არაა აუცილებელი.“ - განაცხადა ენტონი რაპის ბრალდებაზე 58 წლის მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ბრალდების შემდეგ, კევინ სპეისის სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალი ასევე დასდო სერიალ „ბანქოს სახლზე“ მომუშავე ჯგუფის რვა წევრმა, ოთხმა სხვა მამაკაცმა და კიდევ ოცამდე სხვა ადამიანმა, რომელთა ბრალდებებიც თეატრმა The Old Vic გამოაქვეყნა.

რაც შეეხება მორისის, მუსიკოსმა უახლესი ალბომი სათაურად Low in High School 17 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში შესულია მომღერლის 12 ახალი სიღერა, მათ შორის წლევანდელი ჰიტები: "Spent The Day In Bed" და "I Wish You Lonely".

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]