weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საყოფაცხოვრებო პრობლემების მქონე „დისნეის“ პრინცესები

14:21 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

სტუდია „დისნეის“ პრინცესები სილამაზით, სისუფთავით, მხიარულებითა და სხვა დადებითი გრძნობებითა და ემოციებით არიან ცნობილები, თუმცა ფილადელფიელმა ფოტოგრაფმა შენონ დერმოდიმ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი გმირები განსხვავებული ფოტოსესიით რეალურ სამყაროსა და ყოფითი პრობლემების წინაშე დააყენა.

შენონ დერმოდიმ „დისნეის“ პრინცესები ძალადობის შემცველ (16+) ფოტოებზე ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგისა და სხვა სახის პრობლემებს შეაჯახა, რითაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ  რეალური პრობლემების საფრთხეზე მიანიშნა.

9 ფოტოზე ალკოჰოლიკ ფიფქიას (Snow White and the Seven Dwarfs), თამბაქოს მომხმარებელ ჟასმინს (Aladdin), პოლიციის მიერ მოკლულ აფროამერიკელ ტიანას (The Princess and the Frog), ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბელს (Beauty and the Beats), ოკეანეების დაბინძურებით დატყვევებულ არიელს (The Little Mermaid), თვითმკვლელ რაპუნცელს (Tangled), ჰეროინის მომხმარებელ მერიდას (Brave), ტრეფიკინგის მსხვერპლ კონკიასა (Cinderella) და შეურაცხყოფილ პრინცესა ავრორას (Sleeping Beauty) შეხვდებით.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]