„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
მარკო სეკი - მურა დათვი და ბელი საკვების საძიებლად სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას მახლობლად.
სებასტიან გოლნოვი - გედი სამხრეთ გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის მახლობლად.
ჩესტერის ზოოპარკი - გაქრობის პირას მყოფი ტრიტონის სახეობა კატალონიური სალამანდრა (Calotriton arnoldi), რომელიც ინგლისის ქალაქ ჩესტერში გაამრავლეს.
კარლოს ვასკეს ალმასანი - ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გამოჩენილი სახეობის, ჯექსონის მცოცავი სალამანდრის (Bolitoglossa jacksoni) ნაშიერი.
აბდულკადირ ნისანჯი - შემოდგომის ფერები ბაიბურთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთი.
გორან ბოგიჩევიჩი - ავსტრალიური თეთრი იბისები (Threskiornis molucca) ხეზე.
ლიუ სიანგუო - ოქროსფერი ხოხობი (Chrysolophus pictus) და ციყვები ჩინეთის ქალაქ პინდინშანში, ჰენანის პროვინცია.
სტივენ შეივერი - ახალგაზრდა გიგანტური პანდა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში, სიჩუანის პროვინცია.
რიჩარდ ჰითკოუტი - წითელნისკარტა ხარის შოშია (Buphagus erythrorhynchus) მარტორქას პარაზიტებისგან ასუფთავებს პილანესბერგის ეროვნულ პარკში, სამხრეთ აფრიკა.
ნიკ ბოთმა - ფუტკარი ლავანდის ყვავილებს შორის, კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა.