weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„მარველის“ სუპერგმირები Vanity Fair-ის ფოტოებზე

15:51 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

კომპანია „მარველის“კომიქსებზე დაფუძნებული მრავალსერიანი კინოსამყაროს სუპერგმირები პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდნენ. ექსკლუზიური ფოტოები ფილმ „შურისმაძიებლების“ მე-3 ნაწილის პრომო-აქციის ფარგლებში გადაიღეს.

კაპიტანი ამერიკა, თორი, რკინის კაცი, ჰალკი, შავი ქვრივი, ქორის თვალი, ადამიანი-ობობა, ადამიანი-ჭიანჭველა, დოქტორი სტრეინჯი, შავი ავაზა და გალაქტიკის მცველები არასრული ჩამონათვალია იმ პოპულარული გმირებისა, რომლებიც Vanity Fair-ის ფოტოებში მოხვდნენ.

პერსონაჟებთან ერთად აღნიშნული კინოსერიების მთავარი პროდიუსერი კევინ ფაიგი და კომპანია „მარველის“ კომიქსების ავტორი და სუპერგმირების შემქმნელი სტენ ლიცაა დაფიქსირებული.

ცნობილი სუპერგმირები, რომლებიც მაყურებელმა უკვე იხილა 2008 წლიდან დაწყებული „მარველის“ კინოსამყაროს ფილმებში, უახლეს სერიაში სათაურად - Avengers: Infinity War, საერთო ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ფილმი, რომლის რეჟისორებიც არიან ძმები - ენტონი და ჯო რუსოები, მომავალი წლის 4 მაისს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]