weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სილვესტერ სტალონეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში დასდეს

16:59 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

ვეტერან მსახიობსა და რეჟისორს, სილვესტერ სტალონეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ჰოლივუდის ვარსკვლავის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა მონიკას პოლიციაში თავად დაზარალებულმა ქალმა აღძრა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.

ანონიმური ბრალმდებელის თქმით, შემთხვევა 1990 წელს სტალონეს ოფისში მოხდა. პოლიცია შემთხვევას სწავლობს, რათა საქმეზე შემდგომი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება თავად 71 წლის მსახიობს, ის ბრალდებას უარყოფს და საპასუხო სარჩელს ამზადებს.

სტალონეს იურისტის განცხადებით, მსახიობმა და ბრალმდებელმა ქალმა 1987 წელს, „რემბო III“-ის გადაღებების დროს ისრაელში ერთად 3 დღე სამუშაო ვითარებაში გაატარეს, 1990 წელს კი მსგავსი რამ არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ სილვესტერ სტალონეს მიმდინარე წელს უკვე დასდეს ბრალი 16 წლის არასრულწოვანზე სექსუალურ ძალადობაში, რასაც მოგვიანებით „ყალბი და სასაცილო“ უწოდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]