weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოსკაროსანი რეჟისორი სექსუალურ ძალადობაში ოთხმა ქალმა ამხილა

16:25 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

ორი ოსკარის მფლობელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერ პოლ ჰაგისს ოთხმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. 2005 წლის საუკეთესო ფილმის, „შეჯახების“ (Crash) ავტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი სამმა ქალმა უკვე შეიტანა.

გამოცემა „ასოშიეიტედ პრესის“ მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, 1996 წელს, როდესაც პოლ ჰაგისი სატელევიზიო შოუს პროდიუსერი იყო, 28 წლის ქალთან ორალური სექსი ძალის გამოყენებით დაამყარა და შემდეგ მსხვერპლი გააუპატიურა.

აბსოლუტურად ანალოგიური სხვა ბრალდების თანახმად, პოლ ჰაგისმა 2013 წელს მაჰეტენზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელში გააუპატიურა ჰეილი ბრისტი - ბრალმდებელთაგან ერთ-ერთი, ვინც აღიარებულ რეჟისორს სასამართლოში უჩივის.

64 წლის კანადელი რეჟისორის ადვოკატი ქრისტინ ლეპერა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლ ჰაგისს არავისზე უძალადია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]