weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ჯეკი ჩანი და სილვესტერ სტალონე ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ფილმში ითამაშებენ

10:24 ორშაბათი, 15 მაისი 2017 hits 1820

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ლეგენდარული კინოვარსკვლავები, ჯეკი ჩანი და სილვესტერ სტალონე მთავარ როლებს შეასრულებენ ჩინეთის წარმოებულ მასშტაბურ ექშენ-ფილმში, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (80 მილიონი $) ნამუშევარი იქნება. ფილმს, სათაურით - Ex-Baghdad, პროფესიონალი კასკადიორი და რეჟისორი, სკოტ ვო (Act of Valor, Need for Speed) გადაიღებს.

სიუჟეტის მთავარი გმირები ჩინელი პირადი მცველი (ჯეკი ჩანი) და ამერიკელი ყოფილი სამხედრო (სტალონე) იქნებიან, რომლებიც ერაყის ქალაქ მოსულში არსებულ ნავთობის გადამამუშავებელ ჩინურ ქარხანაზე თავდამსხმელების მოგერიებას შეეცდებიან.

ფილმის სცენარის ავტორი არაშ ამელია (Erased, Grace of Monaco), ერთ-ერთი პროდიუსერი კი - თავად ჯეკი ჩანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]