weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2019 წელს შესაძლოა მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები გამოჩნდეს

10:40 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

პროტოტიპური ავტომობილ Lightyear One-ს შემქმნელებს სურთ, რომ მანქანა მთლიანად მზის ენერგიაზე მუშაობდეს, რაც აქამდე შეუძლებლად იყი მიჩნეული, თუმცა ახლახანს კომპანიამ კლიმატის ცვლილების ინოვაციური ჯილდო მოიგო და ამბიცია რეალური გახდა. ჰოლანდიური სტარტაპ Lightyear-ის მიერ დაპროექტებულ ავტომობილს, რომელიც თავისით იტენება, შეუძლია დატენვის გარეშე რამდენიმე თვე იაროს და 400-800 კმ მანძილი დაფაროს.

როგორც დაგეგმილია, პირველი ათი Lightyear One 2019 წელს გამოვა. ამ დრომდე მზის ენერგიაზე სრულად მომუშავე ავტომანქანები არარეალურად მიიჩნეოდა და საუკეთესო გამოსავლად ისახებოდა ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მომუშავე (SAEV) ავტომობილები.

როგორც კომპანია Lightyear აცხადებს, ისინი შექმნიან მანქანას, რომელიც არა მხოლოდ მთლიანად მზის ენერგიაზე იმუშავებს, არამედ დაძლევს ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკამათო გამოწვევას, მაგალითად - წყვეტილობას და დაბალ წარმადობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]