weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჟურნალისტმა სიუზენ ბროდიმ მაიკლ დუგლასი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

16:09 შაბათი, 20 იანვარი 2018

ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელ მსახიობსა და პროდიუსერს, მაიკლ დუგლასს ჟურნალისტი სიუზენ ბროდი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ქალმა სატელევიზიო შოუ Today-ში ისაუბრა.

როგორც ბროდი ყვება, იგი 80-იან წლებში, როდესაც მაიკლ დუგლასი კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, კინოვარსკვლავის კუთვნილ კომპანიაში (Stone Bridge Company) მუშაობდა, მუდმივად განიცდიდა მსახიობისგან სამუშაო ოფისში სექსუალური ხასიათის შევიწროვებას.

„მას თავი სამყაროს მეფედ მიაჩნდა... ერთხელ იატაკზე დაჯდა, ქამარი გაიხსნა და ხელი შარვლის ქვეშ ჩაიყ, ვხედავდი რასაც აკეთებდა და მეშინოდა...“ - იხსენებს სიუზენ ბროდი, რომლის თქმითაც, მომხდარზე პოლიციას მეგობრების რჩევის გამო არ აცნობა, რადგან კარიერის პიკზე მყოფი გავლენიანი მამაკაცის წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდოდა.

რაც შეეხება 73 წლის ვარსკვლავს, მაიკლ დუგლასმა ბრალდებას „სრული სიცრუე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ცრუ ბრალდებები არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ უამრავ ადამიანს ტკენს გულს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]