weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ვენეციაში წყალში აღმართული სკულპტურა კლიმატის ცვლილებას ეძღვნება

14:55 სამშაბათი, 16 მაისი 2017

აღიარებულმა იტალიელმა მოქანდაკე ლორენცო ქვინმა, რომელსაც რამდენიმე სიმბოლური ხასიათის სკულპტურა აქვს შექმნილი, 2017 წლის ვენეციის ხელოვნების ბიენალესთვის წყლიდან აღმართული ადამიანის ხელების ქანდაკება დადგა, რითაც კლიმატურ ცვლილების პრობლემისკენ მიანიშნა.

ლეგენდარული კინოვარსკვლავის, ენტონი ქვინის ვაჟმა, რომელიც თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ადამიანის სხეულის ნაწილებსა და კიდურებს, ქანდაკება სახელწოდებით „მხარდაჭერა“ გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის შექმნა. იგი სასტუმრო Ca’ Sagredo-ს შენობასთან აღიმართა.

„ვენეცია წყალში მოტივტივე ხელოვნების ქალაქია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კულტურათა სახეობებს შთააგონებდა, მაგრამ მსგავსი რამ კიდევ რომ გაგრძელდეს, საჭიროა ჩვენი თაობისა და მომავლის მხარდაჭერა, რადგან ქალაქს კლიმატური ცვლილება და დროის საფრთხე ემუქრება.

მინდოდა ამეგო ის, რაც ადამიანის სხეულში ყველაზე მძიმე და ტექნიკურად ყველაზე რთული ნაწილია - ხელები, რომელთაც უდიდესი ძალა აქვთ, სიყვარულის, სიძულვილის, შექმნისა და განადგურების ძალა.“ - განაცხადა ლორენცო ქვინმა ქანდაკების შესახებ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]