weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ოსკარების 90-ე დაჯილდოების ცერემონიას კვლავ ჯიმი კიმელი გაუძღვება

10:07 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯიმი კიმელი, კინოაკადემიის წინა დაჯილდოების მსგავსად, ოსკარების დაჯილდოების რიგით 90-ე ცერემონიასაც გაუძღვება.

„ოსკარების წაყვანა ჩემი კარიერის ნათელი მომენტი იყო და შერილ ბუნ აიზეკსის (კინოაკადემიის პრეზიდენტი), დოუნ ჰადსონისა (კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორი) და კინოაკადემიის დიდი მადლიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მთხოვეს დავბრუნებულიყავი წამყვანად და მემუშავა ჩემ ორ საყვარელ ადამიანთან, მაიკლ დე ლუკასა და ჯენიფერ ტოდთან (დაჯილდოების შოუს პროდიუსერები). თუ ფიქრობთ, რომ წინა ცერემონიაზე მაგრად მივქარეთ, დაელოდეთ რას ვიზამთ შემდეგ დაჯილდოებაზე.“ - განაცხადა ჯიმი კიმელმა, რითაც მან უკანასკნელ დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტი ირონიულად გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი კიმელს ოსკარებამდე ორჯერ ჰქონდა წაყვანილი ემის მუსიკალური დაჯილდოება, 2012 და 2016 წლებში.

ჯიმი კიმელი 2003 წლიდან უძღვება ტელეარხ ABC-ზე საღამოს პოპულარულ კომედიურ შოუს - Jimmy Kimmel Live! და ტელეარხის სახედ ითვლება. ოსკარების ცერემონია კი პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად სწორედ ABC-ზე გადაიცემა.

90-ე დაჯილდოების ნომინანტები 2018 წლის 23 იანვარს გამოცხადდება, ცერემონია კი 2018 წლის 4 მარტს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]