weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

ჰარვი ვაინშტაინი უმა თურმანის ბრალდების საპასუხოდ ჩივილს აპირებს

15:27 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

90-ზე მეტი ქალისგან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი აპირებს სასამართლოში უჩივლოს მსახიობ უმა თურმანს, რომელმაც ასევე დასდო ბრალი სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს.

უმა თურმანის New York Times-თან საუბრის მიხედვით, ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან უსიამოვნო ხასიათის ქმედებებს ადგილი ლონდონში მდებარე სასტუმროში ჰქონდა.

ცნობილია, რომ ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და მსახიობს საუკეთესო როლები სწორედ ვაინშტაინის მიერ წარმოებულ ფილმებში ჰქონდა, ამიტომაც ჰარვი ვაინშტაინის წარმომადგენლის განცხადებით, უმა თურმანის მხრიდან ბრალდება გამოგონილი, უსაფუძვლო და აბსურდულია, რადგან ისინი მეგობრები და კოლეგები იყვნენ, რასაც თავად ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან გავრცელებული მათი ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს.

ხსნებულ გამოცემასთან მიცემულ იგივე ინტერვიუში უმა თურმანმა კვენტინ ტარანტინოსთან მუშაობაც გაიხსენა, კერძოდ კი შემთხვევა, როდესაც „მოკალი ბილის“ გადაღებებისას აღიარებულმა რეჟისორმა მას რთული ტრიუკის გაკეთება აიძულა და მსახიობმა არათუ ფიზიკური დაზიანებები მიიღო, არამედ კინაღამ მოკვდა.

აღნიშნულ ამბავს ჰოლივუდის წრეებსა და კინოს მოყვარულებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ კვენტინ ტარანტინო და უმა თურმანი ახლო მეგობრები არიან.

შეგახსენებთ, რომ უმა თურმანის ყველაზე ცნობილ კინოროლებს სწორედ ტარანტინოსა და ძმები ვაინშტაინების ერთობლივ ფილმებში (Pulp Fiction, Kill Bill: Vol.1, Kill Bill: Vol.2) შესრულებული როლები წარმოადგენს, რომლებითაც მსახიობს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]