weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჰაკერებმა კინოსტუდიიდან „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი სერია მოიპარეს

13:20 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ჰაკერთა ჯგუფმა სტუდია „დისნეიდან“ სათავგადასავლო ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი ფილმი მოიპარეს და გამოსასყიდის სახით სოლიდურ თანხას ითხოვენ, რისი არმიღების შემთხვევაშიც, დაგეგმილ პრემიერამდე ფილმის გამოქვეყნებით იმუქრებიან.

ფილმის მოპარვის ფაქტი „დისნეის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა დაადასტურა. ჰაკერები უზარმაზარი თანხის გადახდას კრიპტოვალუტა ბიტკოინებით ითხოვენ, სტუდია „დისნეი“ კი მომხდარის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) უკვე თანამშრომლობს.

FBI-ის ინფორმატორმა, უსაფრთხოების IT-სერვის Rhino Security Labs-ის დირექტორმა, ყოფილმა ჰაკერმა და ამჟამად ექსპერტმა ჰექტორ მონსეგურმა მომხდარის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას თითქმის შეუძლებელი უწოდა.

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე სერია, რომლის ქვესათაურია - Dead Men Tell No Tales, ნორვეგიელმა რეჟისორმა დუეტმა, იოაკიმ რონინგმა და ესპენ სანდბერგმა გადაიღეს. ახალ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. ეპიზოდურ როლში მაყურებელი ასევე იხილავს ლეგენდარულ მუსიკოს პოლ მაკკარტნის და ახალ მსახიობებს - ბრენდონ თვეიტსს, კაია სკოდელარიოსა და გოლშიფტე ფარაჰანის. პოპულარული ფრანშიზის სიკველში აგრეთვე მონაწილეობენ მსახიობები წინა სერიებიდან: ჯეფრი რაში, ორლანდო ბლუმი, კევინ მაკნალი, სტივენ გრემი და მარტინ კლება.

მეხუთე ფილმის ოფიციალური სინოპსისის მიხედვით, კაპიტან ჯეკ ბეღურას ძველი მტრის, ესპანელი კაპიტანი სალასარის სული დევნის, რომელსაც ყველა მეკობრის განადგურება სურს. ჯეკ ბეღურას გადარჩენა კი მხოლოდ ძლევამოსილ არტეფაქტს - პოსეიდონის სამკბილას შეუძლია, რომელიც მის მფლობელს უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 მაისსაა დაგეგმილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]