weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Deadpool 2: ახალი კადრები მორიგი კომიკური ტრეილერით გავრცელდა

11:58 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

კინოსტუდიამ 20th Century Fox, კომპანია „მარველის“ კომიქსების სუპერგმირ დედპულზე შექმნილი მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის მეორე ნაწილის ახალი კადრები გაავრცელა.

2016 წლის ერთ-ერთი წარმატებული კინოჰიტის სიკველში მაყურებელი ცინიკოსი მთავარი პერსონაჟისა და სხვა კომედიური გმირების მხარდამხარ ორ ახალ სუპერგმირს იხილავს.

ნათან სამერსი იგივე კეიბლი (Cable) - ასე ჰქვია ტელეპათ მუტანტს, რომელიც ზებუნებრივ ფიზიკურ ძალას ფლობს და მისი სხეულის მარცხენა ნაწილი, მარცხენა თვალთან ერთად ტექნო-ორგანულია. მის როლს ფილმში ოსკარის ნომინანტი ჯოშ ბროლინი ასრულებს. ახალი ე.წ. ტიზერი სწორედ მის შესახებაა.

„დედპულს 2“-ის ტრეილერს აქამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი (No Good Deed) და სახალისო ტიზერი უძღოდა.

დედპულის მეორე ნაწილში ასევე გამოჩნდება კიდევ ერთი გმირი, ნინა თურმანი იგივე დომინო, რომელსაც დამწყები მსახიობი ზაზი ბეცი განასახიერებს.

ახალი კინოკომიქსი 18 მაისს გამოვა, მისი რეჟისორი პროფესიონალი კასკადიორი დევიდ ლიჩი (John Wick, Atomic Blonde) იქნება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]