weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი კანიონებში გადაიხადა

16:54 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

ადამიანთა უმრავლესობას სურს საკუთარი ქორწილის დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. სწორედ ამიტომ კალიფორნიელმა ექსტრემალურმა წყვილმა, რაიან ჯენკსმა და კიმბერლი უეგლინმა საქორწინე ცერემონია იუტას შტატში მდებარე მოაბის უდაბნოს კანიონებში გადაიხადეს.

ექსტრიმის მოყვარულმა ამერიკელმა წყვილმა შეუღლების ცერემონია 120 მეტრ სიმაღლეზე საგანგებოდ მოწყობილ თოკებისა და ბადეების ერთობლიობაზე გამართეს. ამის მიზეზი მოაბის უდაბნოში გამართული გასული წლის ბაგირზე სიარულის ფესტივალია (GGBY), სადაც მათ ერთმანეთი გაიცნეს.

თვალწარმტაც კანიონებში გადაღებული ფოტოსესია კი მართლაც საინტერესო და გამორჩეული გამოვიდა.

 

მსგავსი სტატია:

კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი ევერესტზე გადაიხადა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]