weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ბარბრა სტრაიზანდმა გარდაცვლილი ძაღლისგან კლონები შექმნა

15:47 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა, რეჟისორმა და კომპოზიტორმა ბარბრა სტრაიზანდმა პოპულარულ გამოცემა Variety-სთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ ძაღლებზე ისაუბრა. ვარსკვლავმა გაამხილა, რომ გასართობი ჟურნალის გარეკნისთვის გადაღებულ ფოტოზე არსებული ძაღლები კლონები არიან.

ბარბრა სტრაიზანდის განმარტებით, მისი ძაღლები, მის ვაიოლეტი და მის სკარლეტი, გასულ წელს 14 წლის ასაკში გარდაცვლილი კოტონ-დუ-ტულეარის ჯიშის ძაღლის, სამანტას კლონები არიან. საამისოდ გარდაცვლილი ძაღლის პირის ღრუსა და კუჭიდან აღებული უჯრედები გამოიყენეს. გარეგნულად მსგავსი კლონები ერთმანეთისგან ხასიათებით განსხვავდებიან.

აღიარებულ ვარსკვლავს მალიბუში მდებარე საცხოვრებელში ამავე ჯიშის მესამე ძაღლიც ჰყავს, სახელად მის ფანი, რომელიც სამანტას ბუნებრივად ენათესავება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]