weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Lacoste-მა მაისურის ლოგოზე ნიანგის ნაცვლად გაქრობის პირას მყოფი სახეობები დაიტანა

15:59 პარასკევი, 02 მარტი 2018

პოპულარულმა ფრანგულმა ბრენდმა Lacoste, საკუთარ საკულტო ლოგოზე გამოსახული ნიანგის ნაცვლად, მაისურების ახალ პარტიაზე საფრთხეში მყოფი 10 სხვადასხვა ცხოველის გამოსახულება დაიტანა, რისი მიზანიც გაქრობის პირას მყოფ სახეობებზე ცნობიერების ამაღლებაა.

ახალი ლოგოებით სულ 1775 მაისური დაიბრენდა. თითოეული მათგანის ფასი 183 აშშ დოლარი გახლავთ.

კომპანიამ ახალი მაისურების პროექტის ფარგლებში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ითანამშრომლა. ყველასათვის ნაცნობი მწვანე ნიანგის ნაცვლად თეთრ მაისურებზე მწვანედ გამოსახულ სახეობებს შორისაა: იავური მარტორქა, თუთიყუში კაკაპო, აღმოსავლური შავი გიბონი ნომასკუსი, ბირმული კუ, სუმატრული ვეფხვი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Lacoste ფრანგმა ჩოგბურთელმა რენე ლაკოსტმა, მეტსახელად „ნიანგმა“, 1933 წელს დააფუძნა. ბრენდი ძირითადად მაისურებს, ფეხსაცმელებსა და პარფიუმერულ ნაწარმს უშვებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]