weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტეხასელმა მამაკაცმა ქალს სასამართლოში პაემნის დროს მესიჯებს წერის გამო უჩივლა

12:22 შაბათი, 20 მაისი 2017

ტეხასის შტატში მცხოვრებმა 37 წლის ბრენდონ ვეზმარმა სასამართლოში უჩივლა ქალს, რომელიც მასთან პაემნის დროს კინოში ყოფნისას მობილურით განუწყვეტლივ წერდა მესიჯებს.

ბრენდონ ვეზმარის თქმით, სარჩელი მან ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინის სასამართლოში შეიტანა და 17.31 აშშ დოლარის, ანუ იმ თანხის კომპენსაცია მოითხოვა, რაც მან კინოთეატრში ფილმ „გალაქტიკის მცველები 2“-ის ბილეთში გადაუხადა ქალს, სახელად კრისტალ კრუსს, რომლის ქმედებაც პაემნის დროს ვეზმარის განმარტებით, „ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო“.

კინომოყვარული ვეზმარის განცხადებით, კრისტალ კრუსმა ფილმის დაწყებიდან 15 წუთში სატელეფონო მესიჯების წერა დაიწყო, რის გამოც მამაკაცმა ქალს გარეთ გასვლა და იქ მობილურით საქმის მოგვარება ურჩია, რის შემდეგაც გარეთ გასული ქალი აღარ დაბრუნდა, მეორე დღეს კი ბრენდონ ვეზმარმა ქალს დაურეკა და ბილეთის საფასური მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

გახმაურებული ამბის შემდეგ ქალიცა და მამაკაციც მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო Inside Edition-მა ვრცელი სიუჟეტის მომზადებისას ერთმანეთს შეახვედრა, რა დროსაც კრისტალ კრუსმა ბრენდონ ვეზმარს თანხა დაუბრუნა, მამაკაცი კი ქალს სასამართლო სარჩელის გაუქმებას დაპირდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]