weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2023

ამერიკელმა ოლიმპიელმა სპორტსმენმა კორეის ხორცის ბაზრიდან 90 ძაღლი გადაარჩინა

10:44 შაბათი, 03 მარტი 2018

26 წლის კოლორადოელმა ფრისტაილერმა გას კენუორთიმ, რომელიც პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობდა, სამხრეთ კორეაში ყოფნისას ხორცის ბაზარზე გასაყიდად გამზადებული 90 ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა.

სოჭის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა სპორტსმენმა ოთხი წლის წინ, სოჭში ყოფნისას ორი უპატრონო ლეკვი სამშობლოში გასაზრდელად წაიყვანა, ამჯერად კი გაცილებით მეტი ძაღლის გადარჩენა შეძლო. ისინი კორეაში საგანგებოდ გამზადებულ ფერმებში ჰყავდათ დამწყვდეული.

გას კენუორთიმ მეგობარ მეტ ვილკასთან ერთად შეერთებულ შტატებსა და კანადაში 90 ძაღლის წაყვანა შეძლო, რათა ისინი ახალმა მეპატრონეებმა აიყვანონ. საამისოდ მათ ორგანიზაცია Humane Society International დაეხმარათ.

რაც შეეხება გას კენუორთის სპორტულ ასპარეზობას, ფრისტაილერმა პიონჩანში სნოუბორდით გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]