weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ინდონეზიის მთავრობამ ღატაკი სოფლის სახლები ფერადად მოხატა

13:44 შაბათი, 20 მაისი 2017

ინდონეზიის კუნძულ იავაზე არსებულ ქალაქ სემარანგის მახლობლად მდებარე პატარა სოფელი სახელად კამპუნგ პელანგი, სადაც უმეტესად უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა ძველ სახლებში ცხოვრობს, ადგილობრივმა მთავრობამ ფერადად მოხატა.

სახალისო და კრეატიული პროექტი, რომელიც ხელისუფლებას 22 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, რათა სოფელში არსებული 390 სახლი ცისარტყელის ფერებში მოეხატა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებლის, 54 წლის სლამეტ ვიდოდოს ინიციატივით განხორციელდა.

პროექტი მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა და ინდოენზიის სამი სხვა პატარა ქალაქიც მოიხატა. ფერადი სახლებით, ხიდებითა და გრაფიტით დამშვენებული კამპუნგ პელანგი კი ტურისტების მისაზიდ ადგილად იქცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]