weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გლობალური დათბობის წყალობით ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო

14:44 შაბათი, 20 მაისი 2017

ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყინულოვანი კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სანაპიროებზე სწრაფად იზრდება ხავსები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პლანეტის ყველაზე ცივი და მოშორებული არეალების კლიმატის ცვლილებაზე.

თითქმის 50-წლიანი დათბობის პროცესის შუაგულში, მეცნიერებმა ხავსის ორი სახეობა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი რომელიც ძალიან ნელა, წელიწადში 1 მმ-ზე ნაკლებით იზრდებოდა, ახლა წელიწადში 3 მილიმეტრზე მეტი იზრდება. მცენარეული საფარი თანამედროვე ანტარქტიდის ტერიტორიის თითქმის 1%-ზეა წარმოდგენილი. ანტარქტიკული ხავსები ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილებზე იმ გაყინულ ზედაპირზე იზრდება, რომელიც ზაფხულობით ნაწილობრივ ლხვება. ზაფხულში ხავსები ზედაპირზე თხელ ფენას წარმოქმნის, რომელიც ზამთარში ისევ იყინება. როდესაც ერთი ფენა სხვა ფენის ზემოთ ექცევა, ძველი ხავსები გაყინული ნიადაგის დაბლა რჩება, სადაც ტემპერატურა მათ შესანიშნავად ინახავს.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 640 კმ სიგრძის ტერიტორიაზე აღებულმა ნიმუშებმა მცენარეთა ზრდის თვალსაზრისით ბოლო 150 წლის მანძილზე მომხდარი დრამატული ცვლილებები წარმოაჩინა. ნახევარკუნძულზე განსაკუთრებით დათბა, გაიზარდა ისეთი დღეების რაოდენობა, როდესაც ტემპერატურა 0-ზე მეტია. შედეგად, როგორც კვლევამ დაადგინა, 4-5-ჯერაა გაზრდილი ხავსების ზრდის მაჩვენებელიც.

აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდაზე ხავსების ზრდა ძალზე მოკრძალებულია იმასთან შედარებით, რაც არქტიკაში ხდება, სადაც თანამგზავრებმა უფრო ფართომასშტაბიანი გამწვანება დააფიქსირეს. არქტიკაში ახლა იმდენად ბევრი მცენარე იზრდება, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ, ეს მცენარეული საფარი ნაწილობრივ შეამცირებს იმ ნახშირორჟანგის ოდენობას, რომელიც სწორედ ამ მცენარეთა ქვეშიდან, მრავალწლოვანი მზრალობის გალხვობის შედეგად გამოთავისუფლდა. მსგავსი დღეები სავარაუდოდ ძალიან შორსაა ანტარქტიდისგან, მაგრამ თვალნათელია, რომ სამხრეთ კონტინენტის ლანდშაფტი ძალიან განსხვავებული ხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]