weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კენეტ ბრანა ახალ ფილმში ანა ფრანკის მამის როლს შეასრულებს

15:36 შაბათი, 20 მაისი 2017

გამოცემა Deadline-ის თანახმად, ოსკარის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი კენეტ ბრანა ანა ფრანკის მამის, ოტო ფრანკის როლს შეასრულებს ფილმში სათაურით „დღიურის მცველი“, რომელსაც თავადვე გადაიღებს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს სტუდია 20th Century Fox-თან.

ფილმის სიუჟეტი რეალური ისტორიის მიხედვით იქნება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოტო ფრანკი დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდა საკონცენტრაციო ბანაკში ტიფით გარდაცვლილი შვილის დღიურის გამომცემელს. ნაციზმის ცნობილი მსხვერპლის, 15 წლის ებრაელი გოგონას ჩანაწერები, სახელწოდებით „თავშესაფარი“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ დროს ჰოლანდიურ ენაზე აღწერს, ჰოლოკოსტის შესახებ ერთ-ერთ უდიდეს დოკუმენტს წარმოადგენს. ოტო ფრანკს დღიურის გამოცემაში დამწყები რედაქტორი ბარბარა ციმერმანი დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში აგათა ქრისტის ცნობილი დეტექტიური ნაწარმოების - „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“, ახალი ეკრანიზაცია გამოვა, რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ასევე კენეტ ბრანაა. მანამდე კი მისი სამსახიობო მონაწილეობით რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის ახალი საომარი დრამა „დიუნკერკი“ გამოვა.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]