weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კიმ კი-დუკს სექსუალურ ძალადობაში სამი ქალი ადანაშაულებს

12:08 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

აღიარებულ სამხრეთ კორეელ კინორეჟისორ კიმ კი-დუკს სამი მსახიობი ქალი გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვა სახის ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალდებები 6 მარტს, სამხრეთ კორეულ ანალიტიკურ ტელეგადაცემაში გაჟღერდა. მათი ვინაობა ანონიმურია.

ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ქალი მსახიობი რეჟისორმა მსახიობ ჯე-ჰიონ ჩოსთან ერთად გააუპატიურა, როდესაც ისინი კინოსცენარის განხილვის გამო სასტუმროს ნომერში მასთან მივიდნენ. მომხდარის შემდეგ ქალმა მსახიობმა ფსიქოლოგიური ტრავმის გამო სამსახიობო კარიერა დაასრულა. ხსენებული მამაკაცი მახიობი კიმ-კი დუკის თითქმის ყველა ფილმში მონაწილეობს.

სხვა ბრალდების მიხედვით, რეჟისორი 2004 წლის ფილმ „მობიუსზე“ მუშაობისას მსახიობ ქალს გაშიშვლებას სთხოვდა და მისივე შესრულებით სცენარში არარსებული სექსის სცენები საკუთარი სურვილით გადაიღო.

სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა, რომლის ფილმებსაც პრესტიჟული ჯილდოები აქვთ აღებული კანის, ბერლინისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ როგორც კინორეჟისორს, საკუთარი სტატუსი არასოდეს გამოუყენებია პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მას სექსუალური კავშირები მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა.

რაც შეეხება ჯე-ჰიონ ჩოს, მსახიობმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, რომელიც უფრო ადრე გავრცელდა, ბოდიში სახალხოდ მოიხადა. იგი კოლეჯიდან გაათავისუფლეს, სადაც ლექციებს კითხულობდა და მიმდინარე სატელევიზიო სერიალიდან მოხსნეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]