weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საფრანგეთის მთავრობა მგლის პოპულაციის გაზრდას აპირებს

12:15 პარასკევი, 09 მარტი 2018

საფრანგეთის მთავრობა მგლის პოპულაციის 40%-ით გაზრდას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2023 წლისთვის მგლების რიცხოვნობა 500-მდე უნდა გაიზარდოს. დღეს საფრანგეთში დაახლოებით 360 მგელი ბინადრობს.

გამოცემა The Gurdian-ის ინფორმაციით, 1930-იან წლებში ნადირობის შედეგად საფრანგეთში რუხი მგელი (Canis lupus) განადგურდა. ცხოველი ქვეყანაში მხოლოდ 1992 წელს, იტალიიდან დაბრუნდა.

პოპულაციის აღდგენის იდეამ მთავრობასა და ფერმერებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. ალპებისა და პირინეის მთებში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, რომ ცხვრის ფარაზე მგლების თავდასხმები მათ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს. მთავრობამ გადაწყვიტა მონადირეებს ყოველწლიურად პოპულაციის 10%-ს მოკვლის ნება დართოს. ეს მაჩვენებელი შესაძლოა 12%-მდეც გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მგლების თავდასხმები ჩვეულებრივზე მეტად გახშირდება.

როგორც The Gurdian წერს, 100-გვერდიანი სტრატეგია ფერმერებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შინაური ცხოველების დასაცავად სახელმწიფოს სახსრები გამოიყენონ.

მგელი დღეში საშუალოდ 2-4 კილოგრამ ხორცს ჭამს. 2016 წელს ალპების რეგიონში მტაცებელმა 10 ათასამდე ცხვარი მოკლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]