„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
პიტერ ნიკოლსი - ციყვი ხიდან თოვლში ეშვება, სენტ-ჯეიმს პარკი, ლონდონი.
ტობი მელვილი - ხარირმები რქენისას რიჩმონდის პარკში, ლონდონი.
საიმონ უილკინსონი - ალკუნი (Alcedinidae) თოვლში, ინგლისის ქალაქ შეფილდში.
ინგო გერლახი - შავი როჭოები (Tetrao tetrix) შეწყვილების რიტუალისას ჰამრას ეროვნულ პარკში, შვედეთი.
შტეფან ზაუერი - თოლია ჩვამას ნადავლის ჭამაში ეცილება ბალტიის ზღვის სანაპიროსთან, გერმანიის ქალაქ შტრალზუნდის მახლობლად.
პატრიკ პლოილი - ევრაზიულ ფსოვს (Haliaeetus albicilla) ფრენისას ორი რუხი ყვავი მიჰყვება გერმანია-პოლონეთის საზღვრის თავზე.
ატილა კოვაჩი - მიმინო ნადირობისას უნგრეთის ქალაქ პომაზის მახლობლად.
ანდრეი ისაკოვიჩი - გედებისა და თოლიების გუნდი დუნაის ნაპირზე გადაყრილ საკვებს იყოფენ.
იური სმიტიუკი - ზღვის ძაღლი იგივე სივუჩი (Eumetopias jubatus) კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ავაჩას ყურეში.
ალი იჰსან იოზთურქი - კვირიონები (Meropidae) თურქეთის ქალაქ ვანში.
ალი იჰსან იოზთირქი - ნიამორები ანტალიის მთებში, თურქეთი.
მეი იონცუნი - თეთრთვალა (Zosteropidae) ალუბლის ხიდან აფრენის მომენტში, ჩინეთის ქალაქ ფუჯოუში.
ხუან მაბრომატა - სამხრეთული კარაკარა იგივე კარანჩო (Caracara plancus) ბუენოს აირესის ხსოვნის მემორიალის თავზე.
რეჯეფ ჯანიქი - ზებრა და მისი კვიცი კენიის დედაქალაქ ნაირობის ეროვნულ პარკში.
ალექსანდრ შჩერბაკი - თეთრი მარტორქები (Ceratotherium simum) და მეჭეჭებიანი ღორები (Phacochoerus africanus) ნამიბიის ნაკრძალ ოკაპუნკაში.