weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მდინარე სენაზე მოტივტივე სპორტული დარბაზი ივლის

14:48 პარასკევი, 06 იანვარი 2017

იტალიურმა ფირმამ Carlo Ratti Associati კრეატიულ იდეას მიაგნო ადამიანებისთვის ფიზიკური ვარჯიშის წახალისებისა და მეტი შთაგონებისთვის - ტურინში მდებარე ფირმის დიზაინით შექმნილ ნავში, რომელიც პარიზში, მდინარე სენაზე ივლის და მასში სპორტული დარბაზი იქნება განთავსებული, ადამიანების ფიზიკურ ენერგიაზე იმუშავებს.

20 მ სიგრძის ნავი 45 ადამიანს იტევს და ის სრულ მზადყოფნაში წელიწადნახევარში იქნება.

ნავი პედლების ტრიალზე გამოიმუშავებს ენერგიას, რათა გაცუროს, ამიტომაც თუ მასში საჭირო რაოდენობის მოვარჯიშე არ იქნება, ნავი ვერ გადაადგილდება.

„პარიზის სანაოსნო სპორტული დარბაზი ადამიანთა ენერგიასა და პოტენციალს გამოავლენს. შთამბეჭდავია იმის ნახვა, დარბაზში მოვარჯიშეებისგან როგორ იმუშავებს და გადაადგილდება ნავი. ის კიდევე რთი მიზეზი გახდება პარიზში სტუმრობისთვის.“ - აცხადებს ფირმის დამაარსებელი და პრეზიდენტი კარლო რატი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]