weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald - პირველი კადრები

11:57 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

კომპანია „უორნერ ბრაზერსმა“ ჯოან როულინგის შექმნილი წიგნის მიხედვით გადაღებული მორიგი ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მაყურებელი ფილმში ჯადოსნური არსებების მადევარი ნიუტ სკამანდერის მხარდამხარ ჰარი პოტერის სამყაროდან კარგად ნაცნობ პროფესორ ალბუს დამბლდორს იხილავს, რომელსაც ჯიუდ ლოუ განასახიერებს, მთავარი ანტაგონისტის როლში კი - ჯონი დეპს.

ფილმის სცენარის ავტორი პლანეტის პირველი მილიარდერი მწერალი ჯოან როულინგია, რეჟისორი კი - წინა სერიის მსგავსად დევიდ იეტსი, რომელმაც ასევე გადაიღო ჰარი პოტერზე შექმნილი კინოსერიების ბოლო ოთხი ფილმი.

ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]