weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

ბექობის არწივი ასობით კილომეტრის დაფარვის შემდეგ საქართველოში ბრუნდება

13:07 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 hits 2965

ბექობის არწივი (Aquila heliaca) დიდი მიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სახეობამ საუდის არაბეთს, ქუვეითს, ერაყსა და ირანს გადმოუფრინა და უკვე აზერბაიჯანშია, რაც მის საქართველოში მალე დაბრუნებას ნიშნავს.

გასული წლის ივლისის დასაწყისში ბუნების კონსერვაციის საზოგადოებამ (SABUKO) რუსთავისა და კახეთის ტერიტორიებზე არსებულ ოთხ ბუდეში გამოჩეკილ ბექობის არწივის მართვეებს GPS-გადამცემები დაუყენა. მალევე ყველა მათგანი ბუდიდან აფრინდა და მიგრაციაც დაიწყო. საქართველოს ტერიტორია ექვსივე მათგანმა დატოვა და აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით გაეშურნენ, მაგრამ სამწუხაროდ ოთხი ინდივიდი მალევე დაიღუპა ელექტროგადამცემ ხაზებზე დენის დარტყმის გამო, თუმცა ერთმა გადარჩენილმა ირანში, ხოლო მეორემ საუდის არაბეთში მშვიდობიანად გამოიზამთრეს.

ბექობის არწივი საქართველოში გავრცელებულ არწივთა სახეობებიდან ერთ-ერთია. მის ჰაბიტატს მთისძირა ადგილები, ბორცვები და ჭალები წარმოადგენს, საკვების მთავარ წყაროს კი - წვრილი ძუძუმწოვრები (კურდღელი, თაგვი, ციყვი), რეპტილიები, ქვეწარმავლები, მომცრო ფრინველები და ლეში (იშვიათად). ბექობის არწივი გამრავლებას 4-5 წლის ასაკში იწყებს. ყველა წყვილი ბუდეს ერთად აშენებს და მას მხოლოდ გაზაფხულიდან ზაფხულამდე იყენებს. მდედრი წელიწადის განმავლობაში 2-4 კვერცხს დებს. ინკუბაციას დაახლოებით 43 დღე სჭირდება, რომელშიც მონაწილეობას ორივე მშობელი იღებს. მართვე 60-65 დღეში ფრინდება და გაფრენიდან რამოდენიმე კვირა ის ბუდის მიმდებარე ტერიტორიასთან ტრიალებს, სადაც კვლავ მშობლები კვებავენ იქამდე, სანამ დამოუკიდებლად ნადირობას ისწავლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]