weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

კრისტენ სტიუარტი პოლიტიკურ თრილერში ჯინ სიბერგს განასახიერებს

16:00 პარასკევი, 16 მარტი 2018 hits 1399

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, ჯინ სიბერგის როლს შეასრულებს დამწყები რეჟისორის, რეჟისორ ბენედიქტ ენდრიუსის ბიოგრაფიულ პოლიტიკურ დრამაში - Against All Enemies.

შვედური ფესვების მქონე ჯინ სიბერგი 60-იან წლების მეორე ნახევარში სამოქალაქო უფლებებისთვისა და ფერადკანიანთა მიმართ სამართლიანი დამოკიდებულებისთვის იბრძოდა, რითიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყურადღება მიიპყრო და მისი საიდუმლო სათვალთვალო პროგრამის (COINTELPRO) ქვეშ მოექცა. ჯინ სიბერგი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი საფრანგეთში გაატარა, მეუღლისგან მეორე ბავშვზე იყო ორსულად, როდესაც საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ბავშვის მამა სინამდვილეში ჰაკიმ ჯამალი იყო – ცნობილი აფრო-ამერიკელი აქტივისტი და იმ პარტიის თავმჯდომარე, რომლისთვისაც მსახიობი იბრძოდა. ისტორია იმით დასრულდა, რომ სიბერგმა შვილი დაკარგა, მეუღლეს გაშორდა, დეპრესიაში ჩავარდა და დაიწყო ალკოჰოლის მიღება, 1979 წელს კი საფრანგეთში, 40 წლის ასაკში, ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა.

ბიოპიკის პროდიუსერები ბრაიან კავანო-ჯონსი და ოსკარის ნომინანტი ფრედ ბერგერი (La La Land) იქნებია, სცენარის ავტორები კი - ჯო შრაპნელი და ანა უოტერჰაუსი (Frankie & Alice, Race). ფილმში მონაწილეობას ასევე მიღებენ: ჯეკ ო’კონელი (FBI-ს აგენტი), ენტონი მეკი (ჰაკიმ ჯამალი), მარგარეტ კუელი და კოლმ მინი. გადაღებები ზაფხულში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]