„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ქრის სტრიკლენდი - ევროპული რუხი კურდღელი (Lepus europaeus) ინგლის-შოტლანდიის საზღვრის მახლობლად არსებულ ფერმის ღობესთან.
ედ ბრაუნი - ბაყაყები საგაზაფხულო შეწყვილებისას, ჰეილზჰემი, ინგლისი.
იან ჯონსი - ვირთხა ფრინველისთვის განკუთვნილ საკენკს ჭამს თოვლში, უელსის სოფელ პონტრჰაიდფენდიგეიდში.
ბენუა დოდელემი - ხარაბუზასებრი ხოჭოების ოჯახის გაქრობის წინაშე მყოფი ევროპული სახეობა (Mesosa curculionoides).
ერიკას პლუკასი - მწყურვალი მგელი ლიტვის ტყეში.
მარტინ ჰარვი - აფრიკული აფთრისებრი ძაღლები (Lycaon pictus).
ლუის რაბაიო - კოლიბრის სახეობა (Ocreatus underwoodii) კოლუმბიის ქალაქ კალის მახლობლად.
კარლ დე სოუზა - პლანეტის ყველაზე დიდი ზომის მღრღნელის - კაპიბარას იგივე „წყლის გოჭის“ (Hydrochoerus hydrochaeris) ოჯახი ბრაზილიის შტატ მატო გროსოში მდებარე პანტანალის ჭანჭრობში.
ქრის ჯორდანი - ალბატროსი და მისი ბარტყი წყნარ ოკეანეში არსებულ ატოლ მიდუეიში.
მორგან კარდიფი - საგანგებო საყელოშებმული კოპლებიანი ჩანთოსანი კვერნა (Dasyurus viverrinus) ველურ ბუნებაში პირველ ნაბიჯებს დგამს ჯერვისის ყურეში, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია.
ჯორჯინა სტეიტლერი - ალექსანდროული თუთიყუში (Psittacula eupatria) ინდოეთის მდინარე ჩამბალტან არსებულ მერცხლების ბუდეებთან.
დევიდ ტალუკდარი - ინდოეთის შტატ ასამის ენდემური სახეობა ოქროსფერი ანთარი (Trachypithecus geei) სხვა პრიმატების მსგავსად გადაშენების პირას მყოფად ითვლება.