weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ვულკან ეტნას ზღვაში ჩაძირვას შესაძლოა გამანადგურებელი შედეგი მოჰყვეს

13:44 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

უახლესი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანის, ეტნას მთის ცეცხლოვანი ღუმელი ნელ-ნელა, მდგრადი მაჩვენებლით ხმელთაშუა ზღვაში ცურდება.

მეცნიერთა თქმით, მართალია მოძრაობა ნელია, მაგრამ ბოლო დროს ის შეუჩერებელ პროცესად იქცა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვულკანის ჩაძირვასთან ერთად, დამატებითი საფრთხის წინაშე სიცილიის მიმდებარე ზონა დადგება.

როგორც კვლევები აჩვენებს, ვულკანი აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს, ჩადის 1-3 გრადუსით დაბლა და ნელ-ნელა გადაადგილდება სანაპირო ქალაქ ჯარესკენ, რომელიც მისგან 15 კილომეტრითაა დაშორებული.

დიდი ხნის წინ ჩამქრალ ვულკანთა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ გზით დაბლა ჩამავალი კალთების ისტორია სრულდება კატასტროფული მეწყერებით. მუდმივმა მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი მეწყერები ეტნას სანაპიროზე, რაც თავის მხრივ, მიმდებარე ზონებში წარმოქმნის გამანადგურებელ ცუნამის. გამუდმებული მოძრაობა პრობლემებს უქმნის ვულკანოლოგებსაც, რადგან განსაკუთრებით რთულდება შემდეგი ამოფრქვევისა და მაგმის მსვლელობის მიმართულების პროგნოზირება. სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის ამოფრქვევები ეტნას მთაზე ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებს ზუსტი მონაცემები ჰქონდეთ მოსალოდნელ ამოფრქვევათა შესახებ.

მკვლევართა თქმით, უცაბედი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს და აუცილებელია გაგრძელდეს ეტნას დეტალური კვლევა, რათა გავიგოთ, რამდენად რეალურადაა მოსალოდნელი ამოფრქვევები, მეწყერები ან ცუნამები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]l.com