weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალი კვლევის თანახმად ადამიანებს ერთმანეთზე მეტად ძაღლები უყვართ

15:12 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

ორი ახალი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ადამიანები გაცილებით მეტ თანაგრძნობას იჩენენ დაუცველი ძაღლების მიმართ, ვიდრე - გასაჭირში მყოფი ადამიანებისადმი.

სამედიცინო კვლევების ორგანიზაციამ Harrison’s Fund ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო შეემოწმებინათ, ხალხი ფულს ძაღლების დასახმარებლად უფრო გაიღებდა, თუ - ადამიანების. შედეგი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სასარგებლო აღმოჩნდა.

ძაღლისადმი ადამიანთა თანაგრძნობის შესახებ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ბოსტონის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორმა ჯეკ ლევინმა და არნოლდ ერლუკმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ უფრო მეტად გვაშფოთებს ამბები ნაცემი ან დაჭრილი ძაღლების შესახებ, ვიდრე იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ.

აღნიშნული კვლევა ჟურნალ Society & Animals-ში გამოქვეყნდა. მონაწილეებმა, რომლებმაც წაიკითხეს ამბავი ბავშვის, ძაღლის ან ლეკვის შესახებ, თანაგრძნობის ერთნაირი დონე აჩვენეს, რასაც ვერ ვიტყვით ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში, რომლისადმიც ყველაზე ნაკლები თანაგრძნობა გამოხატეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]