weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

NASA მარსზე რობოტი ფუტკრების არმიას გაგზავნის

13:53 პარასკევი, 06 აპრილი 2018

მარსის ასათვისებლად NASA-ს კიდევ ერთი იდეა გაუჩნდა - უფრო მეტი მექანიკური მკვლევარების გაგზავნა წითელ პლანეტაზე. საქმე ეხება მარსზე რობოტი ფუტკრების გაგზავნას.

ე. წ. მარს-ფუტკრები ჯგუფურად იფრენენ, შეისწავლიან ატმოსფერულ პირობებს და აიღებენ ნიმუშებს, შემდეგ კი ბაზაზე დაბრუნდებიან.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობას აქტიურად სწავლობს. შემოწმების უმთავრესი ეტაპები განხორციელდება ვაკუუმურ კამერაში, სადაც სიმულირებული იქნება მარსის აირთა სიმკვრივე, რათა გაირკვეს, მართლაც შეძლებენ თუ არა ეს დინჯი ფრთიანი რობოტები წითელ პლანეტაზე ფრენას.

NASA-ს პროექტ Innovative Advanced Concepts Initiative-ის ფარგლებში, იაპონელი და ამერიკელი მკვლევარებისგან შემდგარმა ჯგუფმა იდეების დასახვეწად 125 000 დოლარი მიიღო.

პირველადი გეგმის მიხედვით, დრონი ფუტკრების ბაზა იქნება მარსმავალი, რომელიც დამმუხტავი სადგურის როლს შეასრულებს და მათ მიერ მოტანილ მონაცემებს დედამიწაზე გადმოსცემს. რობოტები, რომელთაც არ დააბრკოლებთ მარსის უსწორმასწორო ზედაპირი და რომლებსაც შეეძლებათ ახალ სიმაღლეებს მისწვდნენ სასურველ პოზიციაზე, მეცნიერებს წარმოუდგენლად დაეხმარება წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]