weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პირველად სტუდია „დისნეის“ ისტორიაში მაყურებელი ახალ ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს

12:46 ხუთშაბათი, 02 მარტი 2017

სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმის, კლასიკური მულტფილმის „მზეთუნახავი და ურჩხულის“ კინორიმეიქის რეჟისორმა ბილ კონდონმა ჟურნალ Attitude Magazine-ს განუცხადა, რომ „დისნეის“ ისტორიაში პირველად მაყურებელი ფილმში გეი პერსონაჟს იხილავს.

თავად ოსკაროსანმა გეი რეჟისორმა განმარტა, რომ ხალისიანი პერსონაჟი ლეფუ, რომელსაც ფილმში კომიკოსი ჯოშ გადი ასრულებს, კინოზღაპრის სიუჟეტში პირად გრძნობებს გამოხატავს და მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გამჟღავნდება.

„ლეფუ ის ყმაწვილია, რომელსაც დღეს სურს იყოს გასტონი (მთავარი უარყოფითი გმირი), მეორე დღეს კი სურს აკოცოს მას. ლეფუ ის ადამიანია, რომელსაც საკუთარი ფიქრები აწუხებს და ის-ისაა აცნობიერებს პირად გრძნობას. ფილმის ფინალში ეს ყველაფერი გამჟღავნდება, რაც პირველი გეი-მომენტი იქნება „დისნეის“ ისტორიაში“ - განაცხადა ბილ კონდონმა.

აღსანიშნავია, რომ სტუდია „დისნეი“, რომლის პროდუქციაც როგორც წესი საოჯახო ფილმებისა და მულტფილმებისგან შედგება, აქამდე არსებულ ყველა ნამუშევარში კონსერვატიულ და ტრადიციულ სასიყვარულო თემებს წარმოადგენდა, პერსონაჟების სექსუალური ორიენტაცია კი ყოველთვის ტაბუდადებული ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ უკანასკნელ მულტფილმში - Frozen, სადაც გოგონა პერსონაჟი სახელად ელზა ფილმის ბოლოს მარტო რჩება, უამრავმა ლგბტ ორგანიზაციამ და მათმა უფლებების დამცველმა სტუდიას შესთავაზა, რომ მეორე სერიაში ელზას ლესბოსელი შეყვარებული ჰყოლოდა. საამისოდ ჰოლივუდში კამპანიაც კი წამოიწყეს - #GiveElsaAGirlfriend.

შეგახსენებთ, რომ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ახალი კინოვერსია სტუდია „დისნეის“ ბოლო პერიოდის ერთგვარი ტენდენციის - საკუთარი კლასიკური ანიმაციური ფილმების კინოდ გადაღების პროცესის ნაწილია. მისი პრემიერა 23 თებერვალს ლონდონში შედგა, მსოფლიო გაქირავებაში კი ფილმი 17 მარტიდან ჩაეშვება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]