weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ალაბამას კინოთეატრი სტუდია „დისნეის“ ახალ ფილმს გეი პერსონაჟის გამო არ აჩვენებს

12:53 ორშაბათი, 06 მარტი 2017

ალაბამას შტატის ქალაქ ჰენაგარის კინოთეატრი არ აპირებს აჩვენოს სტუდია „დისნეის“ ახალი ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ მასში არსებული გეი პერსონაჟის გამო. კინოთეატრის მესვეურთა განცხადებით, როდესაც კინოსტუდიები გამუდმებით აიძულებენ მაყურებელს თავიანთი შეხედულებების ხილვას, კინოთეატრებიც საკუთარ პოზიციაზე უნდა იდგნენ.

„თუკი ჩვენ 11 წლის გოგონას ანდა 8 წლის შვილიშვილს ვერ წავიყვანთ ფილმის სანახავად, მისი ყურების არავითარი სურვილი არ გვაქვს. თუ ფილმს ღმერთთან ერთად არ ვუყურებთ, არანაირი სურვილი არ გვაქვს მისი ჩვენების. ვიცი ბევრი არ დაეთანხმება ჩვენს მოსაზრებას, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ქრისტიანები ვართ და ბიბლიურ მოძღვრებას წინ ვერ აღვუდგებით. ჩვენ გავაგრძელებთ საოჯახო კინოსურათების ჩვენებას, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და ნახოს ფილმები, რომლებშიც არაა სექსი, სიშიშვლე, ჰომოსექსუალიზმი და უხამსი ლექსიკა“, - ნათქვამია კინოთეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „დისნეის“ ახალი ფანტასტიკური ფილმის, „მზეთუნახავი და ურჩხულის“ რეჟისორმა ბილ კონდონმა წინა კვირას განაცხადა, რომ კინოზღაპარში მაყურებელი გეი პერსონაჟს იხილავს, რაც სტუდია „დისნეის“ მრავალწლიან ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

გახმაურებული ამბის შესახებ, ფილმის პერსონაჟის როლის შემსრულებელმა ჯოშ გადმა განაცხადა, რომ სცენარსა და სიუჟეტში პირდაპირი მინიშნება არაა, რომ მისი კინოგმირი გეია, თუმცა მისი ხალისიანი პერსონაჟი სახელად ლეფუ, ანიმაციის გმირისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბური, ადამიანური და მგრძნობიარეა.

„პერსონაჟის პირადი მომენტი მაყურებლისთვის გარკვეულწილად სიურპრიზი იქნება და ვფიქრობ, მეტი - არც არაფერი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი კინოგმირის ისტორიას ასეთი ნაწილი აქვს“, - აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ახალი კინოვერსია სტუდია „დისნეის“ ბოლო პერიოდის ერთგვარი ტენდენციის - საკუთარი კლასიკური ანიმაციური ფილმების კინოდ გადაღების პროცესის ნაწილია. მისი პრემიერა 23 თებერვალს ლონდონში შედგა, მსოფლიო გაქირავებაში კი ფილმი 17 მარტიდან ჩაეშვება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]