weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„მულანის“ სამსახიობო გუნდს ჯეტ ლი შეუერთდა

10:57 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

სტუდია „დისნეის“ კლასიკური მულტფილმის, „მულანის“ მიხედვით გამოსასვლელ მორიგ კინორიმეიქში ერთ-ერთ მთავარ როლს პოპულარული ჩინელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჯეტ ლი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა ფილმში დონი იენის მონაწილეობის შესახებ.

„მულანის“ მხატვრულ კინოვერსიაში ასევე ითამაშებს ცნობილი ჩინელი მსახიობი გონ ლი, რომელიც ფილმში მთავარ უარყოფით გმირს, გრძნეულ ქალს განასახიერებს. რაც შეეხება ჯეტ ლის, იგი ჩინეთის იმპერატორის როლს შეასრულებს.

როგორც ფილმის სიუჟეტიდან ჩანს, შემქმნელებმა 1998 წლის მულტფილმიდან ანტაგონისტის როლი შეცვალეს, შესაბამისად, კინოვერსიაში ჰუნების ბელადი ბოროტი ჯადოქრითაა შეცვლილი. ფილმში ასევე დაამატეს კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი - მულანის და.

„მულანის“ პრემიერა 2020 წლის მარტში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]