weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კენდრიკ ლამარმა პულიცერის პრემია მიიღო

12:19 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

12 გრემის ჯილდოს მფლობელმა რეპ-მუსიკოსმა კენდრიკ ლამარმა პულიცერის პრემია მიიღო. აღიარებულ რეპერს პრესტიჟული ჯილდო უახლესი რეპ-ალბომისთვის DAMN გადაეცა.

პულიცერის პრემიის ჟიურის აზრით, რეპერის ალბომი აფრო-ამერიკული ცხოვრების სირთულეს ასახავს და დასაფასებელია კენდრიკ ლამარის მუსიკის ლირიული შინაარსი, ასევე ჰიპ-ჰოპის, რეპის, ჯაზის, სოულისა და აფრიკული ჟღერადობების შერწყმა სიმღერებში.

აღსანიშნავია, რომ პულიცერის პრემია მუსიკაში პირველად მოიგო არაკლასიკურ ჟანრის ნამუშევარმა.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ამერიკული ჯილდო პულიცერის პრემია, რომელიც უნგრელი-ებრაელი წარმოშობის ამერიკელი გამომცემლის, ჯოზეფ (იოჟეფ) პულიცერის სახელობისაა და 1917 წლიდან გაიცემა, ყოველწლიურად აჯილდოებს გაზეთის, ჟურნალის, ონლაინ ჟურნალისტიკის, ლიტერატურისა და მუსიკის წარმომადგენლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]