weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნევადაში კლოუნების სასტუმრო გაიხსნა [Photos]

16:41 ხუთშაბათი, 12 იანვარი 2017

ნევადის შტატში, ლას ვეგასის მახლობლად არსებულ ქალაქ ტონოპაში პატარა სასტუმრო გაიხსნა, სადაც ყველა ოთახი და აქსესუარი კლოუნების ფიგურებითა და გამოსახულებებითაა გაფორმებული. მოტელი, რომელიც 500-ზე მეტ კლოუნის ფიგურას ითვლის, კულროფობიის (კლოუნების მიმართ შიში) გასაძლიერებლად სასაფლაოსთან ახლოს მდებარეობს.

პატარა სასტუმროში უამრავი ზომის, ხასიათისა და ხარისხის კლოუნის თოჯინაა განთავსებული, როგორც საბავშვო და სასაცილო, ასევე პოპ-კულტურაში ხშირად ბოროტად გამოყვანილი არსება.

კლოუნების სასტუმროს 31 ოთახი გააჩნია. მისი მფლობელები პატარა ქალაქ ტონოპას ადგილობრივი მაცხოვრებელი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ბობ და დებორა პერჩეტები არიან.

„გთხოვთ, მობრძანდეთ, რათა გაიზიაროთ ჩვენი მხიარული კლოუნების სახეები და გაიღიმოთ ჩვენთან ერთად. იმედი გვაქვს კიდევ შევხვდებით!“ - წერია სასტუმროს ოფიციალური მოსაწვევზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]