weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვილემ დეფო ვინსენტ ვან გოგის როლს შეასრულებს

12:50 პარასკევი, 26 მაისი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავი ვილემ დეფო გამოჩენილი ჰოლანდიელი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის როლს შეასრულებს ოსკარის ნომინანტი ამერიკელი რეჟისორისა და მხატვრის, ჯულიან შნაბელის ახალ ბიოგრაფიულ ფილმში.

რეჟისორის თქმით, ვან გოგის ბიოპიკზე ის რამდენიმე წელია მუშაობს და მისი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად გადაღება სურს. შნაბელმა სცენარზე ფრანგ სცენარისტთან, ოსკაროსან ჟან-კლოდ კარიერთან ერთად იმუშავა. ფილმის სიუჟეტი ვან გოგის მხრიდან პირველი პირის ნარატივით იქნება გადმოცემული და ყველა იმ პირად, სოციალურ და შემოქმედებით საკითხზე იქნება, რაც აღიარებულ ჰოლანდიელ მხატვარს ეხებოდა. გადაღებები საფრანგეთის ქალაქ არლში იგეგმება.

ვან გოგის შესახებ შექმნილი დრამა ჯულიან შნაბელისთვის რიგით მეექვსე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორს აქამდე უკვე აქვს გადაღებული სამი ბიოგრაფიული ფილმი: Basquiat (1996), Before Night Falls (2000) და Le Scaphandre et le Papillon (2007), რომლითაც ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]