weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ელტონ ჯონის ახალგაზრდობის როლს ტარონ ეჯერტონი შეასრულებს

11:24 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

კინოკომიქს დილოგია „კინგსმენის“ ვარსკვლავი, ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ტარონ ეჯერტონი ელტონ ჯონის როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ მუსიკალურ ფილმში სათაურად „ადამიანი-რაკეტა“ (Rocketman), რომელიც აღიარებული მუსიკოსის ახალგაზრდობის წლებზე იქნება.

ფილმის სათაური მომღერლისა და კომპოზიტორის 1972 წლის ცნობილი სიმღერის (“Rocket Man”) სახელწოდებიდანაა აღებული.

ბიოპიკი ელტონ ჯონის, იგივე რეჯინალდ კენეტ დუაიტის მუსიკის სამეფო აკადემიაში სწავლის პერიოდსა და კარიერის პირველ წლებზეა, როდესაც მომღერალი სიმღერების ავტორ ბერნი ტოპინთან თანამშრომლობდა.

ფილმს მსახიობი და რეჟისორი დექსტერ ფლეჩერი გადაიღებს, რომელსაც უკვე უმუშავია ტარონ ეჯერტონთან ერთად ასევე ბიოგრაფიულ ფილმზე სახელად „არწივი ედი“ (Eddie the Eagle), ხოლო „ადამიანი-რაკეტა“ მისი მესამე ბიოგრაფიული სურათი იქნება - შეგახსენებთ, რომ სწორედ დექსტერ ფლეჩერმა ჩაანაცვლა ფრედი მერკურისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ ფილმის რეჟისორის სავარძელში ბრაიან სინგერი.

ელტონ ჯონის შესახებ კინოსურათის სცენარის ავტორი ოსკარის ნომინანტი ლი ჰოლი (Billy Elliot, War Horse, Victoria & Abdul) იქნება, ხოლო ფილმის პროდიუსერები - მეთიუ ვონი, თავად ელტონ ჯონი და მისი მეუღლე დევიდ ფურნიში.

აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის შესახებ ხსენებულ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლზე რამდენიმე წლის წინ ცნობილი პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი მოიაზრებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]