weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარსმავალი მარსის უძველესი ხეობის წარმოშობას იკვლევს

13:56 პარასკევი, 26 მაისი 2017

NASA-ს მარსმავალმა Opportunity-მ „წითელ პლანეტაზე“ ორი წლით გახანგრძლივებული მისიის მთავარ დანიშნულების ადგილს მიაღწია - ვრცელი კრატერის შიდა კალთებს შორის წყლის მოქმედებით ამოკვეთილ უძველეს ხეობას. Opportunity-მ „შეუპოვრობის ხეობას“ მაისის დასაწყისში მიაღწია და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღებაც დაიწყო.

ჯერ-ჯერობით არაა იდენტიფიცირებული ის პროცესები, რომელთა შედეგადაც ინდევორის კრატერის რგოლში ეს ხეობა წარმოიქმნა. შესაძლებლობებს შორისაა: წყლის ნაკადი ანდა ნაშალთა ნაკადი, რომელშიც წყლის მცირე რაოოდენობამ ტალახისა და კენჭების ტურბულენტური ნაზავი გაპოხა; ასევე შესაძლებელია მშრალი პროცესებიც, მაგალითად ქარისმიერი ეროზია. ადგილზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, Opportunity-ს მისიის მთავარი მიზანია განსაზღვროს თუ რომელი შესაძლებლობაა მართებული. 

მარსმავალი Opportunity, რომელსაც მარსზე უკვე 44.7 კმ მანძილი აქვს გავლილი, NASA-მ „წითელ პლანეტაზე“ 2004 წელს დასვა და ამჟამად იგი ადგილზე 150-ე თვეს ატარებს. მისიის პირველი სამი თვის განმავლობაში, მარსმავალმა ქანებში იპოვა მტკიცებულება, რომ მარსის ისტორიის ადრეულ დღეებში, პლანეტაზე მჟავე წყლის ნაკადები გაედინებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]