weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ჩინეთში საქმრომ თავის საცოლეს სახლის ნაცვლად 33-ტონიანი ქვა აჩუქა

16:52 ხუთშაბათი, 16 მარტი 2017

ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მკვიდრმა თავის საცოლეს 33-ტონიანი ქვა აჩუქა, რომელშიც 160 000 დოლარი გადაიხადა. ლიუ ფეიმ საცოლე ვან ფანფანს შეპირებული სახლის სანაცვლოდ ქვა აჩუქა, რომელიც კოლექციონერისგან იყიდა, ვისი თქმითაც ქვა მეტეორია.

მამაკაცმა მიწაზე ვარდების ფურცლებისგან უზარმაზარი გული გამოსახა, ქვას კი წითელი ქსოვილი გადააფარა, რომ საცოლისთვის ეს სიურპრიზი ყოფილიყო.

ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა რომანტიკულ ფაქტს სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნია, რომ ქვა მეტეორიტი არაა და ეს ყველაფერი დადგმული ტრიუკი იყო, რადგან ადგილზე, სადაც ქვა იყო განთავსებული, სავაჭრო ცენტრი იხსნება და მიმდებარე ტერიტორია ყურადღების მისაზიდად და ინტერესის გაზრდისთვის გამოიყენეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]