weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მელ გიბსონის მორიგი ფილმი კვლავ მეორე მსოფლიო ომზე იქნება

17:46 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ოსკაროსანი რეჟისორი და მსახიობი მელ გიბსონი თავის მორიგ სარეჟისორო ნამუშევარს კვლავაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაიღებს. საომარ დრამაში სახელწოდებით „გამანადგურებელი“ (Destroyer), ნაჩვენები იქნება ამერიკულ სამხედრო ხომალდ „ლაფის“ ისტორია იაპონელი კამიკაძეების წინააღმდეგ.

ფილმს საფუძვლად სამხედრო ისტორიკოსისა და მწერლის, ჯონ ვუკოვიცის დოკუმენტური წიგნი (Hell from the Heavens) უდევს. 1945 წელს, კუნძულ ოკინავასთან გამართულ ბრძოლებში სამხედრო ხომალდმა „ლაფიმ“, რომელიც წინა წელს ნორმანდიაში ამერიკული არმიის გადასხდომაშიც მონაწილეობდა, იაპონელი კამიკაძე მფრინავების ოცზე მერ იერიშს გაუძლო და უკვდავი გემის სახელი მოიხვეჭა. წიგნში აღწერილია ბრძოლების დეტალები, გადარჩენილ ჯარისკაცთა და მეზღვაურთა მოგონებები და ა.შ.

ეკრანიზაციის ადაპტირებული სცენარის ავტორი 27 წლის დამწყები სცენარისტი, ყოფილი ცხენოსანი სპორტსმენი და მელ გიბსონის პარტნიორი როზალინდ როსი გახლავთ, რომელიც გასულ წელს რეჟისორის მეცხრე შვილის დედაც გახდა. ფილმის წარმოებით პროდიუსერი ჯანი ნუნარი (From Dusk Till Dawn, The Departed, 300, Immortals, 300: Rise of an Empire) დაკავდება.

შეგახსენებთ, რომ მელ გიბსონის ბოლო სარეჟისორო ნამუშევარი 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად შეფასებული, ბიოგრაფიული საომარი დრამა Hacksaw Ridge იყო, რომლითაც მან საოსკარე ნომინაცია მოიპოვა, ფილმს კი სულ 6 ნომინაცია და 2 ოსკარი ერგო.

რაც შეეხება ავსტრალიელი მსახიობისა და რეჟისორის სხვა სამომავლო პროექტებს, რამდენიმე როლის გარდა ასევე ცნობილია, რომ მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებაზე მუშაობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]