weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სხეულის დაბეჭდილი ნაწილები სხეულის განახლებისთვის

12:39 შაბათი, 12 მაისი 2018

რა მოხდებოდა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით თქვენთვის ახალი ცხვირის ანდა თირკმლის დაბეჭდვა რომ შეიძლებოდეს? მეცნიერები უკვე მუშაობენ, სპეციალური 3D პრინტერების საშუალებით სხეულის ცოცხალი ნაწილები შექმნან.

ბიოპრინტერებად წოდებული მანქანები „მელნად“ ადამიანის უჯრედებს იყენებენ. ბიოპრინტერი უჯრედების ფენებით სამგანზომილებიან ქსოვილებსა და ორგანოებს ქმნის.

მარტივი მაგალითისთვის, ყურის შესაქმენლად 3D-პრინტერი ჰიდროგელის დრეკად, ფორებიან „ჩონჩხს“ ქმნის. იგი იფარება კანისა და ხრტილის უჯრედებით, რომლებიც იზრდება და ფორმას ავსებს. ჰიდროგელი დროთა განმავლობაში ბიოდეგრადირებადი მასალაა, შესაბამისად, 6 თვეში ყური უკვე მთლიანად ადამიანის უჯრედებისგან იქნება შემდგარი.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მდებარე უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის (Wake Forest University) ლაბორატორიებში მეცნიერებს შარდის ბუშტები, ვენები და სხვა ანატომიური ნაწილები აქვთ გამოყვანილი, რომლებსაც ისინი პაციენტებს უნერგავენ. ამერიკელი მეცნიერები ცდილობენ ბიოპრინტერებზე მათ გადატანას და იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ დაბეჭდილი ორგანოების იმპლანტაციას. მინიატურული თირკმლები და ღვიძლები უკვე გამოიყენება წამლების გამოსაცდელად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]