Toyota 2000GT (You Only Live Twice) - ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი ფილმის გადაღებებისთვის შეიქმნა და სუპერმანქანის სტატუსიც დაიმსახურა.
Ford Mustang Mach I (Diamonds Are Forever) - ბონდის ცნობილი რბოლის ეპიზოდის მანქანა ფილმის მონტაჟის ჯადოქრობის მეშვეობით საოცარ ტრუკებს ასრულებს.
AMC Hornet (The Man with the Golden Gun) - ერთი შეხედვით მოკრძალებული მანქანა ფილმში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
Lotus Esprit S1 (The Spy Who Loved Me) - აგენტის ერთადერთი მანქანა, რომელიც სხვა მოწყობილობების ქონასთან ერთად წყალქვეშაც ცურავს.
Rols-Royce Silver Cloud II (A View to a Kill) - მანქანა ბონდიანის პროდიუსერ ალბერტ ბროკოლის კუთვნილებაც იყო, რომელიც შემდგომ ფილმის გადაღებისას სხვა მოდელით ჩაანაცვლეს.
Aston Martin V8 Vantage (The Living Daylights) - ტიმოთი დალტონის ბონდის მანქანა ე.წ. Muscle car-იც არის, რომელშიც ნაღმტყორცნებს, ლაზერსა და გასაშლელ თხილამურებსაც აღმოაჩენთ.
BMW 750iL (Tomorrow Never Dies) - პულტით სამართავი გერმანული მანქანის ფილმში გამოჩენამ დისკუსია გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ ელეგანტური ავტომობილი უმრავლესობას მოეწონა.
Aston Martin V12 Vanquish (Die Another Day) - აგენტ 007-ის ყველაზე ფანტაზიურ ავტომობილად მიჩნეული მანქანა ფილმში სხვა ყველაფერთან ერთად გაუჩინარებასაც ახერხებს.
Aston Martin DBS V12 (Casino Royale, Quantum of Solace) - დანიელ კრეიგის ბონდის დახვეწილი ავტო ფილმში ბევრ კასკადიორულ მანევრს ასრულებს და გვარიანად ილახება, თუმცა ელეგანტურობას არ კარგავს.
Aston Martin DB5 (Dr. No, Goldfinger, Thunderball, GoldenEye, Tomorrow Never Dies, The World is Not Enough, Casino Royale, Skyfall, Spectre) - ბონდიანის ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი „ასტონ მარტინი“ პირველი ფილმიდან ლეგენდად იქცა და ათწლეულების შემდეგ კვ