weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

არწივმა მელია მისივე მსხვერპლთან ერთად აიტაცა [Video - Photos]

12:57 შაბათი, 26 მაისი 2018

როდესაც ველური სამყაროს ფოტოგრაფმა კევინ ებიმ ამერიკული თეთრთავა ფსოვის (Haliaeetus leucocephalus) ხმა გაიგო, მყისვე მიხვდა, რომ საოცარი კადრების დაფიქსირებას შეძლებდა. ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ვაშინგტონის შტატში მდებარე კუნძულ სან ხუანის ეროვნულ ისტორიულ პარკში ფოტოგრაფი შთამბეჭდავ სანახაობას გადაეყარა.

კევინ ები პარკში მელიებისთვის ფოტოს გადასაღებად იმყოფებოდა. წელიწადის ამ დროს, ხსენებულ რეგიონში ახალგაზრდა მელიები და ლეკვები ადვილი სანახავია.

აღსანიშნავია, რომ კევინ ებისთან ახლოს იმყოფებოდა ფოტოგრაფი ზაქარი ჰარტიე, რომელმაც ნაშუადღევს მომხდარი შემთხვევა ვიდეოზე სხვა რაკურსით აღბეჭდა: ახალგაზრდა მელიამ კურდღელი მოინადირა, მდელოზე მიმავალს კი ფსოვი დააცხრა, რომელმაც მელია მსხვერპლთან ერთად აიტაცა და გარკვეულ მანძილზე წაიღო. კურდღლის თავდაპირველმა მფლობელმა საბოლოოდ ნანადირევი დათმო და მიწაზე ხელმოცარული დაეცა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]