weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მეცნიერები ლოხ-ნესის შესწავლას იწყებენ

12:11 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ლეგენდა ლოხ-ნესის ტბის ურჩხულის შესახებ ჯერ კიდევ ევროპის „ბნელი ხანიდან“ არსებობს, მაგრამ რამდენიმე სადაო ფოტოსა და ულტრახმოვანი ლოკატორის მონაცემების გარდა, ამ მითიური ქმნილების რეალური არსებობის მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს.

უკვე ათას წელიწადზე მეტია, ადამიანებს ამ საიდუმლოს ამოხსნა სურთ. როგორც ჩანს, შესაძლო საბოლოო პასუხამდე სულ რამდენიმე თვე რჩება.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედიან მკვლევრები გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და საფრანგეთიდან, გეგმავენ თავად ჩავიდნენ შოტლანდიის ყველაზე იდუმალი, მტკნარი ტბის სიღრმეებში. ისინი იმედოვნებენ, რომ გარემოს დნმ-ის (eDNA) მონაცემების აღების გზით, ლოხ-ნესის ტბის ყოველ ბინადარს აღნუსხავენ. ამის შემდეგ, eDNA მონაცემების შედეგებს ისინი შოტლანდიის მთიანეთის სხვა ლოხების (ტბები) შედეგებს შეადარებენ.

კვლევის ავტორი ნილ გემელის თქმით, შესაძლებელია ამ დნმ-ის დაჭერა და სეკვენსირება, რათა შემდეგ მოხდეს თავად ქმნილების იდენტიფიცირება. ამისათვის, მეცნიერები ნიმუშებს ადარებენ მონაცემთა უზარმაზარ ბაზას, რომელშიც 100 000 სხვადასხვა ორგანიზმის გენეტიკური სეკვენსირების შედეგებია შესული.

მიჩნეულია, რომ ლოხ-ნესის მონსტრი, რომელსაც „ნესის“ უწოდებენ, არის გრძელკისერა არსება ერთი ან ორი კუზით და წააგავს პრეისტორიული ხანის პლეზიოზავრებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]