weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2022

როგორ მოანდომა ფოტოგრაფმა 8 თვე სურრეალისტური ფოტოს შექმნას

12:38 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 hits 2143

31 წლის შვედი ფოტოგრაფი, კომპიუტერული პროგრამისტი და დიზაინერი ერიკ იოჰანსონი მრავალი წელია შთამბეჭდავ ფოტო-ნამუშევრებს ოპტიკური ილუზიითა და „ფოტოშოპით“ ქმნის. „ფოტოშოპის ზღაპრულ დიდოსტატად“ წოდებული იოჰანსონის ახალ კრეატიულ ფოტოს „სავსე მთვარის სერვისი“ ეწოდება.

სურრეალისტურ ფოტოს თან ახლავს ვიდეო, თუ როგორ ქმნიდა ავტორი 8 თვის განმავლობაში საუცხოო ნამუშევარს, რისთვისაც მან ქაღალდის ფანარები, ნათურები, მინი-ვენი, ასისტენტები და „ფოტოშოპი“ გამოიყენა.

ერიკ იოჰანსონის ნამუშევრების ხილვა ასევე შეგიძლიათ, როგორც მის პირად ვებსაიტზე, აგრეთვე მისსავე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]